მესი ბარსელონაში - უბრალო უტოპიაა, ტრანსფერს ხელს ორი ფაქტორი უშლის და ის ნაკლებადაა სავარაუდო - Marca
ლეო მესი, უდიდესი ალბათობით, „ბარსელონაში“ ვერ დაბრუნდება.
Marca-ს ინფორმაციით, 35 წლის არგენტინელი „პსჟ-დან“ წასვლა და „ბარსაში“ დაბრუნება - უბრალო უტოპიაა.
საქმე იმაშია, რომ მესის და კატალონიელთა პრეზიდენტის, ჟოან ლაპორტას ურთიერთობა ჯერ კიდევ ძალიან ცივია, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარე საჯაროდ სიტუაციის მოლბობას ცდილობს.
გარდა ამისა, „ბარსას“ ფინანსური ფაქტორი ხელ-ფეხს უკრავს. კლუბს მესის ტრანსფერისთვის სახელფასო დებულებაში ადგილი უბრალოდ არ აქვს.
ამის გამო, ლეო მესის ზაფხულში, როცა „პსჟ-სთან“ კონტრაქტი ამოეწურება, კარიერის გაგრძელების ორი ვარიანტი ექნება: ან პარიზში დარჩენა, ან MLS-ში გადასვლა, სადაც მას დევიდ ბექჰემის „ინტერ მაიამი“ საკმაოდ სარფიან შემოთავაზებას უმზადებს.