კრიშტიანუ რონალდუ ახლოსაა კლუბში გადასვლასთან სადაც წელიწადში 200 მილიონ ევროს გამოიმუშავებს
პორტუგალიის ნაკრების 37 წლის ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც ამჟამად თავისუფალი აგენტი გახლავთ, ევროპის გარეთ კარიერის აწყობასთან ახლოსაა.
ამ დროისთვის თავდამსხმელი პორტუგალიის ნაკრებში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშობს და ორ მატჩში ერთი გოლი გაიტანა.
გაზეთი Marca-ს ცნობით, პორტუგალიელი თავდამსხმელი საუდის არაბეთში გადასვლასთან ახლოსაა.
"ალ-ნასრი" გახდება პორტუგალიელის ახალი გუნდი. მხარეები ორწლინახევრიანი ხელშეკრულების გაფორმებასთან ახლოს არიან. ახალ კლუბში კრიშტიანოს შემოსავალი სეზონში დაახლოებით 200 მილიონი ევრო იქნება. ამ თანხაში შედის ხელფასები და სარეკლამო კონტრაქტები.