ავტორიზაცია

კაფუ ალექსანდრ-არნოლდის კრიტიკაზე: "ვიღაც იგივეს ამბობდა რობერტო კარლოსზეც და ჩემზეც, მაგრამ ვფიქრობ, რომ რაღაც მაინც მოვიგეთ"

კაფუ ალექსანდრ-არნოლდის კრიტიკაზე: "ვიღაც იგივეს ამბობდა რობერტო კარლოსზეც და ჩემზეც, მაგრამ ვფიქრობ, რომ რაღაც მაინც მოვიგეთ"
თარიღი 30 Nov 2022, 13:57
ლეგენდალურმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა კაფუმ ტრენტ ალექსანდრ-არნოლდის კრიტიკას უპასუხა.

„არ მესმის, რატომ აკრიტიკებენ მას. მას ყველაფერი აქვს: ხარისხი, დრიბლინგი, სიჩქარე, მაგრამ ეს ყოველთვის ისტორიის მეორე მხარეა, როცა ამბობენ, რომ საკმარისად კარგად არ იცავ ან ძალიან მაღლა დგახარ.

ვიღაც იგივეს ამბობდა რობერტო კარლოსზეც და ჩემზეც, მაგრამ ვფიქრობ, რომ რაღაც მაინც მოვიგეთ.

სამწუხაროდ, დღესდღეობით მცველები ზედმეტად რობოტულები არიან, იღებენ ბურთს, პასს აკეთებენ და გარბიან, მე ვერ ვხედავ მოძრაობას ბურთის გარეშე. “, - განუცხადა ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა მცველმა La Gazzetta dello Sport-ს.