ავტორიზაცია

ოფიციალურად: პორტუგალიის და ინგლისის ნაკრებებმა მსოფლიო ჩემპიონატის ბოლომდე მცველები დაკარგეს

ოფიციალურად: პორტუგალიის და ინგლისის ნაკრებებმა მსოფლიო ჩემპიონატის ბოლომდე მცველები დაკარგეს
თარიღი 01 დეკ 2022, 00:05
პორტუგალიის და ინგლისის ნაკრებებმა, რომლებმაც მსოფლიო ჩემპიონატზე მერვედფინალის საგზური უკვე ოფიციალურად გაინაღდეს, ტურნირის ბოლომდე ორი მცველი დაკარგეს.

პორტუგალიის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე „პარი სენ-ჟერმენის“ ახალგაზრდა განაპირა მცველი, ნუნო მენდეში ვეღარ დაეხმარება.

მენდეშმა ტრავმა ურუგვაისთან შეხვედრაში მიიღო, როცა დაზიანების გამო თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა. როგორც შემოწმებამ აჩვენა, ფეხბურთელი მუნდიალის ბოლომდე მომჯობინებას ვეღარ მოასწრებს.

გაცილებით ბურუსით არის მოცული ინგლისელთა მცველის, ბენ უაითის ამბავი, რომელმაც ნაკრების განკარგულება პირადი მიზეზებით დატოვა.

როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება, უაითის ნაკრებში მუნდიალის ბოლომდე დაბრუნება აღარ არის მოსალოდნელი, თუმცა წასვლის ზუსტი მიზეზიც არ საჯაროვდება.