"ძალიან გაბრაზებული ვარ", - ლეო მესიმ პოლონეთთან გამარჯვება შეაფასა
არგენტინის კაპიტანმა ლეო მესიმ პოლონეთთან მატჩში ვერ გამოყენებულ პენალტზე ისაუბრა.
„გაბრაზებული ვარ იმის გამო, რომ პენალტი ვერ გავიტანე, მაგრამ გუნდმა ჩემი შეცდომის შემდეგ კიდევ უფრო უკეთ დაიწყო თამაში. ვიცოდით, რომ თამაში შეიცვლებოდა, როგორც კი ანგარიში გაიხსნებოდა.
ავსტრალიასთან შეხვედრა რთული იქნება. ნებისმიერ გუნდს ყველას დამარცხება შეუძლია, შანსები თანაბარია. რაც შეიძლება უკეთ უნდა მოვემზადოთ, როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებთ.
სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ და მხოლოდ მომდევნო მატჩზე ვიფიქროთ. ახლა ახალი მსოფლიო ჩემპიონატი იწყება. იმედია, გავაგრძელებთ იმის კეთებას, რაც დღეს გავაკეთეთ." - აღნიშნა ლეომ.
არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ავსტრალიას 3 დეკემბერს დაუპირისპირდება.