შესნი: "ისე საშინლად ვთამაშობდით, თამაში 95 წუთი კი არა, მგონი ხუთ საათს გაგრძელდა"
პოლონეთის ნაკრების მეკარემ, ვოიცეხ შესნიმ, არგენტინასთან მარცხი და თავისი გუნდის მერვედფინალში გასვლა შეაფასა.
„საშინელი, ამაზრზენი და შესანიშნავი თამაში იყო, რომელიც, ჩემი აზრით, ძალიან დიდხანს, დაახლოებით ხუთ საათს გრძელდებოდა.
შემდეგ ეტაპზე გავედით და ჩემთვის სულერთია, როგორ მოვახერხეთ ეს. თუმცა, ამ თამაშში 95-ვე წუთის მანძილზე ამაზრზენად ვთამაშობდით.
პოლონეთმა პლეიოფში გასვლა 1986 წლის შემდეგ პირველად მოახერხა, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ეს გასახდელს შეეტყო. ყველა ძალიან დაღლილია და ზეიმის თავიც არ გვაქვს.
შემდეგ ეტაპზე გასვლის ოცნება ავიხდინეთ." - აღნიშნა მეკარემ, რომელმაც ამ შეხვედრაში ლეო მესის პენალტი აუღო.