"ეს ჩემთვის აბსოლუტური კატასტროფაა "- მიულერმა ნაკრებიდან წასვლაზე მიანიშნა
გერმანიის ნაკრების თავდამსხმელმა თომას მიულერმა მსოფლიო ჩემპიონატიდან გავარდნის შემდეგ ისაუბრა.
კოსტა რიკასთან 4:2 გამარჯვება მერვედფინალში გასასვლელად საკამრისი არ აღმოჩნდა. ჰანსი ფლიკის გუნდი ჯგუფში მესამე ადგილს დასჯერდა.
"ეს ჩემთვის აბსოლუტური კატასტროფაა. ეს ნამდვილად დიდი იმედგაცრუებაა. ესპანეთთან თამაშის შემდეგ კარგი განცდა გვქონდა, მაგრამ სახლში მივდივართ.

თუ ეს ჩემი ბოლო თამაში იყო, მინდა გულშემატკივრებს ვუთხრა, რომ დიდი სიამოვნება იყო ეროვნულ ნაკრებში თამაში, ფანებს მთელი გულით მადლობას ვუხდი. ბევრი კარგი გამოვიარეთ და ამასთან ერთად ბევრი ტკივილიც იყო. ",- თქვა მიულერმა.