ავტორიზაცია

დრამატული H ჯგუფი - ურუგვაიმ მოიგო, მაგრამ სახლში მიდის - კორეა კი მერვედფინალშია

დრამატული H ჯგუფი - ურუგვაიმ მოიგო, მაგრამ სახლში მიდის - კორეა კი მერვედფინალშია
თარიღი 02 დეკ 2022, 21:15
მსოფლიო ჩემპიონატის H ჯგუფი დრამატულად დასრულდა.

ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობდა სამხრეთ კორეა - პორტუგალიის და განა - ურუგვაის მატჩები.

ამ მატჩამდე პორტუგალიას შემდეგ ეტაპზე გასვლა განაღდებული ჰქონდა, დანარჩენ სამ ნაკრებს კი მერვედფინალში მოხვედრა ჯერ კიდევ შეეძლო.

სამხრეთ კორეა 2-1 პორტუგალია

განა 0-2 ურუგვაი

საბოლოოდ, ყველაფერი დრამატულად წარიმართა. მატჩების დიდი დროის მანძილზე შემდეგ ეტაპზე პორტუგალიასთან ერთად ურუგვაი გადიოდა, თუმცა ბოლო წუთებზე კორეამ პორტუგალიას გამარჯვების გოლი გაუტანა და შემდეგი ეტაპის საგზურიც მოიპოვა.

ურუგვაიმ და კორეამ 4-4 ქულა დააგროვეს, თუმცა აზიური გუნდი უფრო მეტი გატანილი გოლის დამსახურებით მოხვდა მერვედფინალში, სადაც დიდი ალბათობით ბრაზილიას დაუპირისპირდება.