ავტორიზაცია

პირველი მწვრთნელი 2010 წლიდან, რომელმაც მუნდიალზე თავისი ქვეყნის ნაკრები დაამარცხა

პირველი მწვრთნელი 2010 წლიდან, რომელმაც მუნდიალზე თავისი ქვეყნის ნაკრები დაამარცხა
თარიღი 02 დეკ 2022, 21:58
მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში სამხრეთ კორეამ 2:1 პორტუგალია დაამარცხა და პლეიოფში გასვლა მოახერხა.

შეხვედრა ერ-რაიანში სტადიონ „ედუქეიშენ სიტიზე“ გაიმართა, რომელიც 44 667 ადამიანს იტევს.

სამხრეთ კორეას მთავარი მწვრთნელი პაულუ ბენტუ მსოფლიო ჩემპიონატებზე 2010 წლის შემდეგ პირველი სპეციალისტი გახდა, რომელმაც თავისი მშობლიური ქვეყნის ნაკრების დამარცხება შეძლო.

2010 წელს ანალოგიური მიღწევა დააფიქსირა მილოვან რაიევაცმა, რომელმაც განასთან ერთად სერბეთის ნაკრებს 1:0 მოუგო.

მიუხედავად ამ მარცხისა, პორტუგალია ჯგუფში პირველა დგილზე გავიდა.