ავტორიზაცია

პორტუგალიამ მუნდიალების ისტორიაში პირველად წააგო მატჩი, რომელშიც თავად დაწინაურდა

პორტუგალიამ მუნდიალების ისტორიაში პირველად წააგო მატჩი, რომელშიც თავად დაწინაურდა
თარიღი 02 დეკ 2022, 22:05
მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში სამხრეთ კორეამ 2:1 პორტუგალია დაამარცხა და პლეიოფში გასვლა მოახერხა.

შეხვედრა ერ-რაიანში სტადიონ „ედუქეიშენ სიტიზე“ გაიმართა, რომელიც 44 667 ადამიანს იტევს.

ამ მატჩში ანგარიში ევროპელებმა გახსნეს, როცა მე-5 წუთზე გუნდი რიკარტო ჰორტამ დააწინაურა. თუმცა, სამხრეთ კორეამ მატჩის მიმდინარეობა შეცვალა და ბოლო წუთებზე გამარჯვებაც მოიპოვა.

როგორც აღმოჩნდა, პორტუგალიამ მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში პირველად წააგო მატჩი, რომელშიც ანგარიში თავად გახსნა - წინა 18 შემთხვევაში გუნდმა 15 გამარჯვება მოიპოვა და 3-ჯერ ფრე ითამაშა.