ბრაზილია მეორე შემადგენლობით კამერუნთან დამარცხდა და მეორე ადგილზე გასვლას ბეწვზე გადაურჩა
მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი ოფიციალურად დასრულდა.
G ჯგუფის შეხვედრები, რომლებიც ერთმანეთის პარალელურად 23:00 საათზე გაიმართა, მოულოდნელობებით სავსე და საინტერესო გამოვიდა.
სერბეთი 2-3 შვეიცარია
კამერუნი 1-0 ბრაზილია
გამომდინარე ამ შედეგებიდან, შემდეგ ეტაპზე ბრაზილიის და შვეიცარიის ნაკრებები 6-6 ქულით გავიდნენ, პირველ ადგილს სამხრეთამერიკული გუნდი დაეუფლა, რომელსაც ბურთების სხვაობა +2 აღმოაჩნდა შვეიცარიის +1-ის საპირწონედ.
საინტერესოა, რომ შვეიცარიას კიდევ ერთი გოლი რომ გაეტანა, პირველზე გავიდოდა, რადგან თანაბარი სხვაობის (+2) შემთხვევაში, ყურადღება გატანილი გოლების რაოდენობას მიექცეოდა, სადაც ევროპულ გუნდს 5 ექნებოდა, ბრაზილიას კი 3.
ასეა თუ ისე, ბრაზილიამ ჯგუფი 6 ქულით მოიგო და შემდეგ ეტაპზე სამხრეთ კორეას დაუპირისპირდება, შვეიცარიის მეტოქე კი პორტუგალიის ნაკრები იქნება.