ავტორიზაცია

სანტუშმა სამხრეთ კორეასთან მატჩი შეაფასა: "დამარცხება ნორმალურია"

სანტუშმა სამხრეთ კორეასთან მატჩი შეაფასა: "დამარცხება ნორმალურია"
თარიღი 03 დეკ 2022, 07:07
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩში პორტუგალიის ნაკრები  სამხრეთ კორეასთან მოულოდნელად დამარცხდა (1:2). ეს შედეგი ევროპული გუნდიდ მთავარმა მწვრთნელმა ფერნანდო სანტუშმა შეაფასა.

„უფრო გადამწყვეტად უნდა გვემოქმედა. გუნდმა ბევრი სირთულე განიცადა და შეხვედრის ბოლოს ცუდი თამაში აჩვენა. მატჩის მსვლელობას მეტოქე აკონტროლებდა.

დამარცხება ნორმალურია. ეს შეიძლება მოხდეს ტურნირის ნებისმიერ ეტაპზე. რა თქმა უნდა, გულდაწყვეტილები ვართ, მიუხედავად იმისა, რომ პირველი ადგილი მოვიპოვეთ. მოგება გვინდოდა, რათა გუნდური სულისკვეთება აგვემაღლებინა. “, - თქვა პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა. 

შეგახსენებთ, რომ მერვედფინალში პორტუგალიის ნაკრები შვეიცარიას დაუპირისპირდება. მატჩი 6 დეკემბერს გაიმართება.