ცნობილი გახდა, რა პირობით შეიძენს მადრიდის რეალი კილიან მბაპეს
მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მზადაა "პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელი კილიან მბაპე რამდენიმე პირობით შეიძინოს, იუწყება Defensa Central-ი.
წყაროს ცნობით, არსებობს ორი ძირითადი პირობა. პირველი არის კლუბის წესების დაცვა მარკეტინგული და სარეკლამო ოპერაციებისთვის.
მეორე არის სახელფასო სტრუქტურის პატივისცემა - მადრიდში მბაპე იმ "ოქროს კონტრაქტს" ვერ აიღებს, რომელიც ამჟამად "პსჟ"-ში აქვს.
შეგახსენებთ, რომ მბაპე მადრიდის "რეალში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადასვლასთან ახლოს იყო 2022 წლის ზაფხულში, მაგრამ გადაწყვიტა "პსჟ"-სთან ახალი კონტრაქტი სამი სეზონით გაეფორმებინა.

ამის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მადრიდის "რეალმა" გამორიცხა მისი დამატევის ვარიანტი და 2024 წლის ზაფხულში მანჩესტერ "სიტიდან" ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერზე გაამახვილა ყურადღება.