ავტორიზაცია

რონალდუ კორეელ ფეხბურთელთან კონფლიქტზე: "ვუთხარი, ხმა ჩაეწყვიტა"

რონალდუ კორეელ ფეხბურთელთან კონფლიქტზე: "ვუთხარი, ხმა ჩაეწყვიტა"
თარიღი 03 დეკ 2022, 10:54
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩში პორტუგალიის ნაკრები სამხრეთ კორეასთან მოულოდნელად დამარცხდა (1:2).

პორტუგალიის ნაკრების ლიდერმა კრიშტიანო რონალდომ სამხრეთ კორეასთან მატჩის დროს მომხდარ ინციდენტის შესახებ ისაუბრა.

მატჩის 65-ე წუთზე პორტუგალიელთა თავკაცმა ფერნანდი სანტუშმა სამმაგი ცვლილება განახორციელა და ერთ-ერთი ვინც შეცვალა სწორედ რონალდუ იყო.

კრიშტიანუმ მოედნიდან გასვლა გააჯანჯლა, რის შემდეგაც კორეელი ფეხბურთელი ჩო ჰიუ სონი მასთან მივიდა და უხეშად მოედნის დატოვება მოსთხოვა.

პორტუგალილემა ვარსკვლავმა ამ ეპიზოდზე შემდეგი კომენტარი გააკეთა: "მოედნიდან გავდიოდი, როდესაც მოვიდა და სწრაფად გასვლა მომთხოვა. მას ვინ ეკითხებოდა? ვუთხარი, ხმა ჩაეწყვიტა. უფრო სწრაფად მაშინ გავიდოდი, მსაჯს რომ ეთქვა. ",- განაცხადა რონალდუმ.

შეგახსენებთ, რომ მერვედფინალში პორტუგალიის ნაკრები შვეიცარიას დაუპირისპირდება. მატჩი 6 დეკემბერს გაიმართება.