ავტორიზაცია

კუმანმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ორი მთავარი ფავორიტი დაასახელა

კუმანმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ორი მთავარი ფავორიტი დაასახელა
თარიღი 03 დეკ 2022, 13:55
ნიდერლანდების ნაკრების და "ბარსელონას" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატის ორი მთავარი ფავორიტი დაასახელა.

„ჩემთვის ტურნირის მთავარი ფავორიტები ბრაზილია და საფრანგეთი არიან. ეს ორი გუნდი ძალიან ძლიერია.

რა თქმა უნდა, არის სხვა კარგი გუნდებიც, როგორიცაა ინგლისი, ესპანეთი, არგენტინა და ნიდერლანდები. მათ ასევე შეუძლიათ მსოფლიო ჩემპიონატის მოგება“, - თქვა კუმანმა.

საფრანგეთის ნაკრები მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია. 1/8 ფინალურ ეტაპზე დიდიე დეშამის გუნდი პოლონეთს დაუპირისპირდება. თავის მხრივ, ბრაზილია სამხრეთ კორეას შეხვდება.