ავტორიზაცია

იან სომერი შესაძლოა სერია A-ს გუნდში გადავიდეს

იან სომერი შესაძლოა სერია A-ს გუნდში გადავიდეს
თარიღი 03 დეკ 2022, 14:25
მიუნჰენგლადბახის "ბორუსიას" მეკარემ იან სომერმა შესაძლოა კარიერა იტალიის სერია A-ში გააგრძელოს. 

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, გამოცდილი მეკარის ტრანსფერით მილანის "ინტერი" ინტერესდება.

შეგახსენებთ, რომ სეზონის "ინტერმა" შესაძლოა მთავარი მეკარე და კაპიტანი სამირ ჰანდანოვიჩი დაკარგოს, რომელსაც კონტრაქტი ეწურება. სომერი, რომლის ხელშეკრულებაც "ბორუსიასთან" ზაფხულში სრულდება, შესაძლოა, "ინტერისთვის" იდეალური კანდიდატი იყოს.

ზომერი ამჟამად შვეიცარიის ნაკრებში ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშობს. მისი გუნდი 1/8 ფინალურ ეტაპზე პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.