ავტორიზაცია

თბილისის დინამო საქართველოს ჩემპიონია!

თბილისის დინამო საქართველოს ჩემპიონია!
თარიღი 03 დეკ 2022, 15:32
CRISTALBET ეროვნული ლიგის 2022 წლის სეზონის გამარჯვებული თბილისის "დინამო" გახდა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი საქართველოს ჩემპიონატის 19-გზის გამარჯვებულია.

ბოლო ტურში თბილისური გუნდი "გაგრას" დაუპირისპირდა. ჭიაბრიშვილის გუნდმა ანგარიში 28-ე წუთზე დავით სხირტლაძის ლამაზი დარტყმის შემდეგ გახსნა. 65-ე წუთზე უკვე ულად ომარ იმრანის ბრწყინვალე დარტყმას ვორობეიმ ვერაფერი მოუხერხა. 73-ე წუთზე თამაზ მაქაცარიამ ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა "გაგრა" მეტს ვერაფერს გახდა.

ჭიაბრიშვილის გუნდი განსაკუთრებულად ვერც ბათუმის "დინამომ" ანერვიულა. პარალელულად აჭარული გუნდი 35-ე წუთზე ფანცულაიას გოლით დაწინაურდა. 43-ე წუთზე ირაკლი ბუღრიძემ წონასწორობა აღადგინა, 66-ე წუთზე კი არაბიძემ თერთმეტმეტრიანი გაიტანა, ბათუმელებმა 90+2 წუთზე ვაწაძის გოლის შემდეგ მხოლოდ ქულის გადარჩენა მოახერხეს.

ამრიგად, წინა სეზონის გამარჯვებული ამჯერად მხოლოდ ვერცხლის მედალს და კონფერენს ლიგის საგზურს დასჯერდა.

შეგახსნებთ, რომ 36-ე ტურის წინ თბილისის "დინამო" კონკურენტს ერთი ქულით უსწრებდა და გეგუჩაძის გუნდს გარდა საკუთარი თამაშის მოგებისა, ჭიაბრიშვილის გუნდის ვერმოგება სჭირდებოდა.

საქართველოს ჩემპიონატს გორის "დილას" და წყალტუბოს "სამგურალის" დაპირისპირება დაასრულებს. ამ შეხვედრაში კონფერენს ლიგის საგზურის მფლობელი უნდა გაირკვეს. გორულ გუნდს მხოლოდ გამარჯვება სჭირდება, იმერული კლუბს ევროპის კონფერანს ლიგის საგზურს ფრეც მოუტანს.