ავტორიზაცია

იუვენტუსს კრიშტიანუ რონალდუსთვის 19,9 მილიონი ევრო არ გადაუხდია

იუვენტუსს კრიშტიანუ რონალდუსთვის 19,9 მილიონი ევრო არ გადაუხდია
თარიღი 03 დეკ 2022, 18:51
La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ტურინის "იუვენტუსს" პორტუგალიელი ფორვარდისთვის კრიშტიანუ რონალდუსთვის 19.9 მილიონი ევრო ჯერ კიდევ არ გადაუხდია. 

გამოცემის ცნობით, რონალდუ იმ მოთამაშეთა შორის იყო, ვინც 2020 წლის პანდემიის პიკის დროს კლუბის დასახმარებლად ხელფასის შემცირებას დათანხმდა.

თუმცა, გამომძიებლებმა იპოვეს შეთანხმება, რომლის თანახმადაც, კლუბი თავის ყოფილ თავდამსხმელს 19,9 მილიონ ევროს დაჰპირდა, თუნდაც იმ შემთხვევაში თუ პორტუგალიელი ტურინულ კლუბს დატოვებდა.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა თავდამსხმელმა იტალიურ გუნდთან კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულში გააფორმა, კლუბი კი 2021 წლის აგვისტოში დატოვა.