ავტორიზაცია

ქიმიოთერაპია სასურველ შედეგს ვეღარ იძლევა - პელეს მდგომარეობა დამძიმდა

ქიმიოთერაპია სასურველ შედეგს ვეღარ იძლევა - პელეს მდგომარეობა დამძიმდა
თარიღი 03 Dec 2022, 19:29
პელეს სიმსივნისგან მკურნალობის პროცესი საჭირო შედეგს ვეღარ იძლევა.

სამშაბათს ლეგენდარული ფეხბურთელი სწორი ნაწლავის სიმსივნის განმეორებითი შეფასების მიზნით საავადმყოფოში დააწვინეს და მოგვიანებით, რესპირატორული ინფექცია დაუდგინეს.

Folha de Sao Paulo-ს ინფორმაციით, პელეს მკურნალობაში ქიმიოთერაპია საჭირო შედეგს აღარ იძლევა და ამჟამად, ეს პროცედურები შეჩერებულია.

ამ ეტაპზე, ექიმები პელეს პალიატიურ დახმარებას უწევენ - ეხმარებიან სიმპტომებთან გამკლავებაში, მაგრამ უშუალოდ დაავადებას ვერ კურნავენ.

82 წლის ექს-ფეხბურთელს ეს წამლები ამ ეტაპზე მხოლოდ ტკივილის განელებაში და სუნთქვაში ეხმარება, სხვა მხრივ კი პელეს მკურნალობა შეჩერებულია.