ავტორიზაცია

დაძაბული მეორე ტაიმი და ბეწვის ხიდზე მოსიარულე ფავორიტი - არგენტინა მეოთხედფინალშია!

დაძაბული მეორე ტაიმი და ბეწვის ხიდზე მოსიარულე ფავორიტი - არგენტინა მეოთხედფინალშია!
თარიღი 04 Dec 2022, 01:02
მსოფლიო ჩემპიონატის მეორე მერვედფინალში არგენტინამ ავსტრალიის ნაკრებს მძიმე ბრძოლაში სძლია.

შეხვედრა მსოფლიოს 2-გზის გამარჯვებულის მოგებით 2:1 დასრულდა.

პირველ ტაიმში არგენტინელები ლეო მესიმ დააწინაურა, რომლისთვისაც ეს მუნდიალებზე პირველი გოლი იყო პლეიოფში, წინა 8 გოლი მას ჯგუფში ჰქონდა გატანილი.

57-ე წუთზე ხულიან ალვარესმა მეკარის შეცდომით ისარგებლა და ანგარიში 2:0 გახადა. თითქოს, ყველაფერი მარტივი გამარჯვებისკენ მიდიოდა, თუმცა ავსტრალიელებმა ერთი ბურთი ენცო ფერნანდესის ავტოგოლით გაქვითეს და იმედი მიეცათ.

დარჩენილ დროში ორივე გუნდს ჰქონდა გოლის გატანის შანსი, ლაუტარომ რამდენიმე კარგი მომენტი გაანიავა, ბოლო წამებზე კი გაშვებულ გოლს ალბისელესტე ემილიანო მარტინესმა გადაარჩინა.

ამრიგად, არგენტინა მეოთხედფინალში გავიდა, სადაც 9 დეკემბერს ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდება.