ავტორიზაცია

ნაკრებში დიდ ტურნირზე გატანილი გოლებით მესი კრიშტიანუ რონალდუს დაეწია

ნაკრებში დიდ ტურნირზე გატანილი გოლებით მესი კრიშტიანუ რონალდუს დაეწია
თარიღი 04 დეკ 2022, 01:14
ლიონელ მესიმ არგენტინის ნაკრების მაისურით მსხვილ ტურნირებზე 22-ე გოლი გაიტანა.

არგენტინელმა გენიოსმა ავსტრალიის კარი პირველ ტაიმში აიღო, მისმა გუნდმა კი 2:1 იმარჯვა.

ჯამში, ლეო მესის მსოფლიო ჩემპიონატზე 9 გოლი აქვს გატანილი, 13 კი - კოპა ამერიკაზე.

ანალოგიური შედეგი აქვს კრიშტიანუ რონალდუს, რომელმაც მუნდიალებზე 8 გოლის გატანა შეძლო, ევროპის ჩემპიონატებზე კი მეტოქეების კარი 14-ჯერ აიღო.