ავტორიზაცია

მე-1000 ოფიციალური მატჩი და დაუჯერებელი ციფრები - ეს ლეო მესია

მე-1000 ოფიციალური მატჩი და დაუჯერებელი ციფრები - ეს ლეო მესია
თარიღი 04 დეკ 2022, 01:20
ავსტრალიის ნაკრების წინააღმდეგ ლიონელ მესიმ პროფესიონალურ კარიერაში მე-1000 მატჩი ჩაატარა.

არგენტინელის დებიუტი უმაღლეს დონეზე 2003 წელს შედგა და 19-წლიან კარიერაში ლეომ უკვე 1000 მატჩის ჩატარება მოასწრო.

ჯამურად რომ დავთვალოთ, თითო ჩატარებულ მატჩში მესი 1-ზე მეტ საგოლე ქმედებაში იღებს მონაწილეობას: მას 1000 შეხვედრაში 789 გოლი და 338 საგოლე გადაცემა აქვს გაფორმებული.

778 მატჩი არგენტინელმა „ბარსელონაში“ გაატარა, 53 „პსჟ-ში“, არგენტინის ნაკრებში კი 168.