ავტორიზაცია

რონალდუს საყვარელმა ჟურნალისტმა თავისი ვერსიით ყველა დროის საუკეთესო სიმბოლური თერთმეტეული დაასახელა

რონალდუს საყვარელმა ჟურნალისტმა თავისი ვერსიით ყველა დროის საუკეთესო სიმბოლური თერთმეტეული დაასახელა
თარიღი 04 დეკ 2022, 18:28
ბრიტანელმა ჟურნალისტმა პირს მორგანმა, სოციალურ ქსელში თავისი ვერსიით ყველა დროის საუკეთესო სიმბოლური თერთმეტეული დაასახელა.

მასში ლეო მესის და კრიშტიანუ რონალდუს ადგილიც მოიძებნა.

მორგანის გუნდი: გორდონ ბენქსი, კაფუ, ფრანკ ბეკენბაუერი, ბობი მური, პაოლო მალდინი, ზინედინ ზიდანი, ლოთარ მატეუსი (კაპიტანი), კრიშტიანუ რონალდუ, ლეო მესი, რონალდო და მარადონა.

შეგახსენებთ, რომ პირს მორგანი ის ჟურნალისტია, რომელსაც კრიშტიანუ რონალდუმ ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული და სკანდალური ინტერვიუ მისცა, რომლის გამოც „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მას კონტრაქტი გაუწყვიტა.