ავტორიზაცია

VIDEO: მბაპეს მორიგი ბენეფისი და ჟირუს ისტორიული გოლი - საფრანგეთი მეოთხედფინალშია

თარიღი 04 დეკ 2022, 21:06
მსოფლიო ჩემპიონატის მე-3 მერვედფინალში საფრანგეთმა პოლონეთის ნაკრები დაამარცხა.

შეხვედრა საკმაოდ საინტერესო გამოვიდა და მსოფლიო ჩემპიონების გამარჯვებით 3:1 დასრულდა.

დუბლით თავი კილიან მბაპემ გამოიჩინა, ერთი გოლი ოლივიე ჟირუმ გაიტანა, რომლისთვისაც ეს ნაკრებში 52-ე გოლი იყო და ის საფრანგეთის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

90+9 წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ პრესტიჟის გოლი თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან, მეორე ცდით გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საფრანგეთი კი შემდეგ ეტაპზე გავიდა და მეოთხედფინალში ინგლისი-სენეგალის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.