ავტორიზაცია

BREAKING: შეთანხმება მიღწეულია! კრიშტიანუ რონალდუ 1 იანვრიდან ახალ გუნდში ითამაშებს - MARCA

BREAKING: შეთანხმება მიღწეულია! კრიშტიანუ რონალდუ 1 იანვრიდან ახალ გუნდში ითამაშებს - MARCA
თარიღი 05 დეკ 2022, 16:19
ესპანური გამოცემა Marca სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ავტორიტეტული ჟურნალი წერს, 1 იანვრიდან კრიშტიანუ რონალდუ არაბული „ალ ნასრის" ფეხბურთელი გახდება, რომელთანაც 2.5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის ხელფასი სეზონში 200 მილიონი ევრო იქნება და ის ავტომატურად, მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

მიუხედავად „მარკას" ასეთი ინფორმაციისა, სხვა, არანაკლებად ან უფრო მეტად ავტორიტეტული გამოცემები ამ ინფოს ჯერ არ ადასტურებენ, ამიტომ სჯობს მოვლენების განვითარებას დაველოდოთ.

შეგახსენებთ, რომ რონალდუმ „იუნაიტედთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა.