ავტორიზაცია

რონალდოს და პელეს შემდეგ პირველი ბრაზილიელი - ნეიმარის მიღწევა

რონალდოს და პელეს შემდეგ პირველი ბრაზილიელი - ნეიმარის მიღწევა
თარიღი 06 დეკ 2022, 01:18
ბრაზილიელმა ნეიმარმა მსოფლიო ჩემპიონატზე ლეგენდარული რონალდოს და პელეს მიღწევა გაიმეორა.

„პსჟ-ს“ ფეხბურთელმა სამხრეთ კორეასთან გამართულ მერვედფინალში პენალტი ზუსტად შეასრულა და მიმდინარე მუნდიალზე თავისი პირველი გოლი გაიტანა.

ამრიგად, ნეიმარი გახდა პირველი ბრაზილიელი პელეს და რონალდოს შემდეგ, რომელმაც სამ სხვადასხვა მსოფლიო ჩემპიონატზე მოახერხა გოლის გატანა: მან ეს 2014 და 2018 წლებში მოახერხა.

რონალდომ სამ სხვადასხვა მუნდიალზე მოახერხა თავის გამოჩენამ პელემ კი - 4-ზე.

მთლიანობაში, ნეიმარს მსოფლიო ჩემპიონატებზე კარიერაში 7 გოლი აქვს გატანილი და მოქმედი ფეხბურთელებიდან, ამაზე მეტი მხოლოდ თომას მიულერმა, ლეო მესიმ, კილიან მბაპემ და კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანეს.