ავტორიზაცია

ანჩელოტი უმცროსი ხვიჩაზე: "მას ყველაფერი აქვს, რომ დიდი ფეხბურთელი გახდეს"

ანჩელოტი უმცროსი ხვიჩაზე: "მას ყველაფერი აქვს, რომ დიდი ფეხბურთელი გახდეს"
თარიღი 06 დეკ 2022, 15:27
მადრიდის "რეალის" მწვრთნელის ასისტენტმა დავიდე ანჩელოტიმ იტალიურ მედიასთან "ნაპოლის" და მის პერსპექტივებზე შესახებ ისაუბრა.

კარლო ანჩელოტის ვაჟმა ნეაპოლური გუნდის ქართველი გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაბრა.

"სპალეტიმ არამარტო წელს, არამედ გასულ სეზონშიც კარგად იმუშავა. ის უმაღლესი დონის მწვრთნელია და ფეხბურთის დიდი მცოდნეა, თავის გუნდებს კარგად ათამაშებს, ობიექტურად ნეაპოლში ძალიან კარგად გამოდის. სიმართლე გითხრათ, ყველა იმ გუნდს, რომელსაც წვრთნიდა, ყოველთვის კარგად თამაშობდა და წელსაც ასეა.

ნაპოლის ახალი შენაძენები? კვარაცხელია მართლაც საინტერესო ფეხბურთელია, ყველა მასზე ლაპარაკობს. ფეხბურთის გულშემატკივარისთვის საინტერესოა მისი თამაშის ყურება, რადგან განსხვავებას ჰქმნის და პირდაპირ სიტუაციებში სწრაფია. მას აქვს პიროვნება და სხვა ყველაფერი, რომ დიდი ფეხბურთელი გახდეს. ",- თქვა ანჩელოტიმ.