ავტორიზაცია

ნეიმარი: "იმედი მაქვს, პელემ ჩვენი გამარჯვებით ისიამოვნა"

ნეიმარი: "იმედი მაქვს, პელემ ჩვენი გამარჯვებით ისიამოვნა"
თარიღი 06 დეკ 2022, 15:48
ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელმა ნეიმარმა ლეგენდარულ პელეზე ისაუბრა.

"ძნელია პელზე საუბარი ახლა, მაგრამ ჩვენ მას საუკეთესოს ვუსურვებთ და ვიმედოვნებთ, რომ რაც შეიძლება მალე გამოჯანმრთელდება.

იმედი მაქცს, რომ პელემ  სამხრეთ კორეასთან ჩვენი გამარჯვებით ისიამოვნა. “, - თქვა "პარი სენ-ჟერმენის" ვარსკვლავმა.

შეგახსენებთ, რომ კატარის მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალურ შეხვედრაში ბრაზილიის ნაკრებმა სამხრეთ კოერეასთან 4:1 გაიმარჯვა.