ავტორიზაცია

ვან გაალი: "ბრაზილიის ნაკრები? ეს მხოლოდ კონტრშეტევის გუნდია"

ვან გაალი: "ბრაზილიის ნაკრები? ეს მხოლოდ კონტრშეტევის გუნდია"
თარიღი 06 დეკ 2022, 16:13
ნიდერლანდების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრებთან შესაძლო დაპირისპირებაზე ისაუბრა. 

შეგახსენებთ, გუშინ "სელესაომ" მერვედფინალურ ეტაპზე სამხრეთ კორეა 4:1 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ხორვატიას დაუპირისპირდება.

"ბრაზილიის ნაკრები? ეს კონტრშეტევის გუნდია. ნიდერლანდურ მედიაში ბრაზილიელებს ძალიან აფასებდნენ, მაგრამ ჩემი აზრით, ეს მხოლოდ კონტრშეტევის გუნდია. სამხრეთ კორეა ძალიან ღიად თამაშობდა. “, - თქვა ვან გაალმა.

თუ ნიდერლანდებმა მეოთხედფინალში არგენტინა დაამარცხეს და ბრაზილია ხორვატიას გაუმკლავდება, ლუი ვან გაალის გუნდი ფინალურ ნახევარფინალში "პენტაკამპეონეს" დაუპირისპირდება.