ავტორიზაცია

როგორ ვაპირებთ მესის შეჩერებას? - ლუის ვან გაალის კომენტარი

როგორ ვაპირებთ მესის შეჩერებას? - ლუის ვან გაალის კომენტარი
თარიღი 06 დეკ 2022, 16:23
ნიდერლანდების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა უარი თქვა თავისი გეგმის გამხელაზე, თუ როგორ აპირებს მისი გუნდი ლიონელ მესის შეჩერებას მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში.

"მესი არის ყველაზე საშიში კრეატიული მოთამაშე, რომელსაც შეუძლია ბევრი მომენტი შექმნას და გოლი გაიტანოს. 

თუმცა, როცა მისი გუნდი ბურთს კარგავს, თამაშში ნამდვილად არ მონაწილეობს, რაც მეტ შანსს მოგვცემს. როგორ ვაპირებთ მესის შეჩერებას? არ გეტყვით, პარასკევს ყველაფერს თავად ნახავთ“, - თქვა ვან გაალმა.

შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდების და არგენტინის მეოთხედფინალური დაპირისპირება 9 დეკემბერს გაიმართება.