ავტორიზაცია

ფრენკი დე იონგმა არგენტინასთან მატჩში ნიდერლანდების ნაკრების შანსები შეაფასა

ფრენკი დე იონგმა არგენტინასთან მატჩში ნიდერლანდების ნაკრების შანსები შეაფასა
თარიღი 06 დეკ 2022, 16:38
ნიდერლანდების ნაკრების ნახევარმცველმა ფრენკი დე იონგმა მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალურ ეტაპზე არგენტინასთან თავისი გუნდის შანსები შეაფასა. შეგახსენებთ, გუნდები ერთმანეთს 9 დეკემბერს შეხვდებიან.

არგენტინა დიდი გუნდია, მაგრამ იგივე შეიძლება ითქვას ჩვენზე. ვფიქრობ, ნახევარფინალში გასვლის შანსები თანაბარია, ყველაფერი 50/50 იქნება“, - განაცხადა დე იონგმა.

შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდების ნაკრებმა 1/8ფინალის ეტაპზე აშშ-ს 3:1 მოუგო. რაც შეეხება არგენტინას, ლიონელ სკალონის გუნდმა ავსტრალია მინიმალური ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

ფრენკი დე იონგმა მუნდიალზე ყატარის ნაკრების წინააღმდეგ ერთი გოლი გაიტანა.