ავტორიზაცია

VIDEO: მუნდიალის მორიგი სენსაცია - მაროკომ ესპანეთს პენალტების სერიაში დაამარცხა!

VIDEO: მუნდიალის მორიგი სენსაცია - მაროკომ ესპანეთს პენალტების სერიაში დაამარცხა!
თარიღი 06 დეკ 2022, 22:00
მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში მორიგი სენსაცია დაფიქსირდა, მაროკოს ნაკრებმა მუნდიალის ერთ-ერთი ფავორიტი ესპანეთის ნაკრები ჩემპიონატს გამოთიშა.

შეხვედრის ძირითადი დრო და ორი დამატებითი ტაიმი უგოლოდ 0:0 დასრულდა (3:0).

თერთმეტმეტრიანების სერიაში აფრიკელებმა მეტოქე უშანსოდ გაიმარჯვეს. მაროკოელთა მხრიდან პენალტი საბირიმ, ზიეჩმა და ჰაკიმიმ გამოიყენეს, ერთადერთი წარუმატებელი მცდელობა კი ბენუნიმ ჰქონდა.

ესპანელთა მხრიდან სამივე მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა: სოლერს და ბუსკეტს ბონომ აჯობა, ხოლო სარაბიას დარტყმული ბურთი ძელმა მოიგერია.

მაროკოს ნაკრები მეოთხედფინალში პორტუგალიას და შვეიცარიას შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება.