ავტორიზაცია

VIDEO: რამოსის ჰეთ-ტრიკი და პორტუგალიის მარტივი გამარჯვება - ბოლო მეოთხედფინალური წყვილიც გაირკვა

VIDEO: რამოსის ჰეთ-ტრიკი და პორტუგალიის მარტივი გამარჯვება - ბოლო მეოთხედფინალური წყვილიც გაირკვა
თარიღი 07 დეკ 2022, 01:04
მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფის ეტაპის ბოლო მერვედფინალურ შეხვედრაში პორტუგალიის ნაკრები შვეიცარიას დაუპირისპირდა და მარტივი გამარჯვება მოიპოვა.

მატჩი ფერნანდო სანტუშის გუნდის დიდი ანაგრიშით გამარჯვებით 6:1 დასრულდა. 

შეხვედრა გონსალო რამოსის ბენეფისად იქცა, 21 წლის ფორვარდმა სასტარტო შემადგენლობაში კრიშტიანუ რონალდუ შეცვალა და ჰეთ-რიკიც გაიფორმა. თითო გოლი პეპემ, გერეირომ და ლეუამ გაიტანეს. შვეიცარელთა მხრიდან ერთადერთი გოლი აკანჟიმ შეაგდო.

პორტუგალია მეოთხედფინალურ ეტაპზე მაროკოს ნაკრებს დაუპირისპირდება.