ავტორიზაცია

შვეიცარიის კარში პორტუგალიის პირველი გოლი მხოლოდ ერთმა ფეხბურთელმა არ აღნიშნა

შვეიცარიის კარში პორტუგალიის პირველი გოლი მხოლოდ ერთმა ფეხბურთელმა არ აღნიშნა
თარიღი 07 Dec 2022, 15:26
პორტუგალიის ნაკრების შვეიცარიის კარში გატანილი პირველი გოლი მხოლოდ ჟოაო კანსელუმ არ აღნიშნა.

როგორც იცით, ფერნანდუ სანტუშმა კანსელუ და რონალდუ მუნდიალის მერვედფინალურ მატჩში თადარიგში დატოვა და მთელი ყურადღება კრიშტიანუსკენ იყო მიპყრობილი, თუ როგორი რეაქცია ჰქონდა მას ნაკრების გოლებზე.

Record წერს, რომ კანსელუ, რომელმაც მთელი მატჩი თადარიგში გაატარა, პორტუგალიის ნაკრების ერთადერთი ფეხბურთელი იყო, რომელმაც შვეიცარიის კარში პირველი გოლი არ აღნიშნა.

ტრანსლაციაში მოხვდა კადრები, რომელშიც ჩანს, რომ გონსალუ რამოშის გოლის შემდეგ ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამზე დარჩა და თანაგუნდელებისკენ აღსანიშნავად არ გაიქცა.

კანსელუმ ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩი სასტარტოში დაიწყო, თუმცა მერვედფინალში მისი ადგილი დიოგუ დალომ დაიკავა, რომელმაც ასისტი გაიფორმა.