ავტორიზაცია

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი და პერსპექტიული ახალგაზრდა კარიერას რეალში გააგრძელებს, ტრანსფერი 72 მილიონი დაჯდა

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი და პერსპექტიული ახალგაზრდა კარიერას რეალში გააგრძელებს, ტრანსფერი 72 მილიონი დაჯდა
თარიღი 07 დეკ 2022, 15:55
მადრიდის „რეალი" მორიგ ბრაზილიელ ტალანტს იმატებს.

„პალმეირასის" 16 წლის შემტევი ენდრიკი კარიერას მადრიდის „რეალში" გააგრძელებს, რომელსაც მისი ტრანსფერი ყველანაირი ბონუსების ჩათვლით 72 მილიონი ევრო დაუჯდება.

ბრაზილიაში ენდრიკი დღეს ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ და ნიჭიერ ფეხბურთელად მოიაზრება, რომლის ძირითადი პოზიცია ცენტრფორვარდია.

„რეალის" გარდა ფეხბურთელის შესაძენად „ჩელსი" და „პსჟ-ც" იბრძოდნენ, ასევე ხავიმაც აღიარა, რომ ფეხბურთელს შეხვდა და თავისი პროექტი გააცნო, თუმცა თავად 16 წლის მოთამაშემ „სამეფო კლუბი" აირჩია.

ტრანსფერი ჯერ ოფიციალურად არ არის დადასტურებული, თუმცა ეს უახლოეს პერიოდში უნდა მოხდეს, მას შემდეგ, რაც კლუბები ყველაფერს ხელს მოაწერენ.

ფიფას წესების თანახმად ენდრიკს არ შეუძლია „რეალში" გადასვლა იქამდე, სანამ სრულწლოვანი არ გახდება, ამიტომ ფეხბურთელი მხოლოდ გუნდს 2024 წლის ზაფხულში შეუერთდება. 

გაეცანით 2006 წელს დაბადებული ფეხბურთელის შესაძლებლობებს: