ავტორიზაცია

რაფაელ ლეაუს გაყიდვის შემთხვევაში მილანის გეგმა B ცნობილია

რაფაელ ლეაუს გაყიდვის შემთხვევაში მილანის გეგმა B ცნობილია
თარიღი 07 დეკ 2022, 16:15
"მილანს" სურს რაფაელ ლეაუს საკუთარ რიგებში შენარჩუნება, მაგრამ პარალელურად გეგმა B-ს ამზადებს იმ შემთხვევაში, თუ პორტუგალიელი თავდამსხმელი სხვა კლუბში წავა.

Calciomercatoweb-ის ცნობით, "როსონერი" თვალი ადევნეს მანჩესტერ "სიტის" გარემარბ ჯეკ გრილიშს.

დიდი ალბათობით მანჩესტერ "სიტი" ღია იქნება ჯეკ გრილიშის გაყიდვისთვის. ერთ დროს "ქალაქელებმა" ფეხბურთელისთვის 110 მილიონ ევროზე მეტი გადაიხადეს, მაგრამ მან მოლოდინი ვერ გაამართლა. 

27 წლის ჯეკ გრილიშის ტრანსფერი შესაძლოა დაახლოებით 70 მილიონი ევრო დაჯდეს.