ავტორიზაცია

"ვფიქრობთ თუ არა რონალდუს დამატებაზე?", - პსჟ-ს პრეზიდენტი პოტენციურ ტრანსფერზე საუბრობს

"ვფიქრობთ თუ არა რონალდუს დამატებაზე?", - პსჟ-ს პრეზიდენტი პოტენციურ ტრანსფერზე საუბრობს
თარიღი 07 დეკ 2022, 23:02
კრიშტიანუ რონალდუ „პსჟ-ში“ არ გადავა, ამის შესახებ განცხადება გუნდის პრეზიდენტმა ნასერ ალ ხელაიფიმ გააკეთა.

„რონალდუს დამატება? იმ სამეულთ, რომელიც გვყავს (მესი, ნეიმარი, მბაპე - ავტ), მის ტრანსფერზე ფიქრიც ძალიან რთულია.

მას ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებთ, ის ფანტასტიკური და კვლავაც შესანიშნავი ფეხბურთელია.“ - აღნიშნა ყატარელმა ფუნქციონერმა.

შეგახსენებთ, რომ სკანდალური ინტერვიუს შემდეგ კრიშტიანუ რონალდუმ „მანჩესტერთან“ კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა.