ნიდერლანდებთან მეოთხედფინალში არგენტინას შესაძლოა უმნიშვნელოვანესი ნახევარმცველი გამოაკლდეს
ნახევარმცველმა როდრიგო დე პაულმა შესაძლოა მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალური დაპირისპირება გამოტოვოს.
Ole-ს ინფორმაციით, არგენტინის ნაკრების ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელს მარჯვენა ბარძაყის პრობლემა აქვს, რის გამოც მან საერთო ჯგუფისგან განცალკევებით ივარჯიშა.
9 დეკემბერს ნიდერლანდებთან მატჩში „ატლეტიკოს“ ფეხბურთელის მონაწილეობა ეჭვქვეშ დგას, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას ექიმების შტაბი მაქსიმალურად გადადებენ.
ამ ჩემპიონატზე დე პაულმა ოთხივე მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა საგოლე ქმედებებით თავი არ გამოუჩენია.