ანხელ დი მარია: "ვან გაალი ჩემს კარიერაში ყველაზე ცუდი მწვრთნელია"
არგენტინის ნაკრების და ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველმა ანხელ დი მარიამ ნიდერლანდების ნაკრების მთავარ მწვრთნელ ლუი ვან გაალზე ისაუბრა.
დი მარიამ ვან გაალს კარიერის ყველაზე ცუდი მწვრთნელი უწოდა და მანჩესტერ "იუნაიტედში" ერთად ყოფნის ერთი ეპიზოდი გაიხსენა.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელი 2014/2015 წლების სეზონში "წითელი ეშმაკების" მაისურს ირგებდა. ჯამში, "იუნაიტედის" შემადგენლობაში გარემარმა 32 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა.
„ვან გაალი ჩემს კარიერაში ყველაზე ცუდი მწვრთნელია. ჩვენ მოვიგეთ 3-0, მე გავიტანე გოლი და საგოლე პასი გავაკეთე, მეორე დღეს კი ვან გაალმა დამირეკა, რომ ჩემი ყოველი წარუმატებელი პასის ვიდეო ეჩვენებინა. “, - თქვა დი მარიამ.
აღსანიშნავია, რომ 9 დეკემბერს მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალის მატჩში ერთმანეთს ნიდერლანდების და არგენტინის ნაკრებები შეხვდებიან.