ავტორიზაცია

ცნობილი გახდა, როდის დაბრუნდება იბრაჰიმოვიჩი მოედანზე

ცნობილი გახდა, როდის დაბრუნდება იბრაჰიმოვიჩი მოედანზე
თარიღი 08 დეკ 2022, 14:31
"მილანის" ფორვარდმა 41 წლის ზლატან იბრაჰიმოვიჩმა არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში "როსონერისთან" ერთად ვარჯიში განაახლა. ამის შესახებ Sky Sport Italia იუწყება.

წყაროს ცნობით, გამოცდილი ბომბარდირი მოედანზე დაბრუნებას მომავალი თვის ბოლომდე გეგმავს.

მიმდინარე სეზონში იბრაჰიმოვიჩს არ უთამაშია, ფეხბურთელს მუხლის ტრავმა აწუხებდა. მაისში შვედმა ოპერაცია გაიკეთა.

იბრაჰიმოვიჩს "მილანთან"  არსებული შრომითი ხელშეკრულება 2022/2023 წლების სეზონის ბოლოს ეწურება.