მაგუაიერი: "ჩემი ცუდი ფორმა? კარიერაში ჩავარდნები მხოლოდ მესის და რონალდუს არ ჰქონიათ"
„მან იუნაიტედის“ მცველმა, ჰარი მაგუაიერმა აღიარა, რომ ამ სეზონში არასაკმარისად კარგია.
„ვერ ვიტყოდი, რომ ნაკრებში და „იუნაიტედში“ სხვადასხვანაირი ზეწოლაა. თუმცა, ქვეყნის მსოფლიო ჩემპიონატზე წარდგენა - სხვა საქმეა, იმიტომ რომ ეს პლანეტის მთავარი ტურნირია.
„მანჩესტერში“ გაცილებით დიდი ყურადღების ცენტრში ვარ. ყველაფერი ანალიზდება, რასაც ვაკეთებ, თითოეული ჩემი პასი. ყველა გოლის დროს, რომელსაც ვუშვებთ, მცველია დამნაშავე.
სამი წელი ყველა მატჩში ვთამაშობდი, მაგრამ ბოლო არც ისე კარგი გამომივიდა. გუნდში ყველა არასაკმარისად კარგი იყო და სეზონის ბოლოს არავინ არ შეუქიათ.
უკანასკნელი სეზონი მძმე გამოვიდა, მე ალბათ არც ისე კარგი ვიყავი, როგორიც წინა ხუთი წელი, როცა ტოპ-დონეზე ვთამაშობდი. თუმცა ვფიქრობ, რომ კარიერის მანძილზე მხოლოდ ლეო მესის და კრიშტიანუ რონალდუს არ ჰქონიათ ჩავარდნები.“ - აღნიშნა ინგლისელმა.