ავტორიზაცია

ნაკრებიდან შესაძლო წასვლის ინფორმაციას რონალდუ სოციალურ ქსელში პოსტით გამოეხმაურა

ნაკრებიდან შესაძლო წასვლის ინფორმაციას რონალდუ სოციალურ ქსელში პოსტით გამოეხმაურა
თარიღი 08 Dec 2022, 22:56
პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა, კრიშტიანუ რონალდუმ, პრესაში გავრცელებულ ინფორმაციებს სოციალურ ქსელში უპასუხა.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ შვეიცარიასთან სკამზე დატოვება რონალდუმ მძიმედ გადაიტანა და მთავარ მწვრთნელთან კონფლიქტიც მოუვიდა, რომელზეც ნაკრებიდან წასვლას იმუქრებოდა.

„ეს გუნდი ზედმეტად შეკრულია, რომ გარე ფაქტორებმა შეძლონ მისი გატეხვა. ეს ერიც ზედმეტად მამაცია, რომ რომელიმე მეტოქეს შეუშინდეს.

ნამდვილი გუნდი, რომელიც ბოლომდე იბრძოლებს! გჯეროდეთ ჩვენთან ერთად! წინ, პორტუგალია!“, - წერს კრიშტიანუ სოციალურ ქსელში.

მუნდიალის მეოთხედფინალში პორტუგალიის ნაკრები მაროკოს დაუპირისპირდება, მატჩი 10 დეკემბერს შედგება 19:00 საათზე.