მუნდიალის საუკეთესო მატჩი, უდიდესი დრამა და მორიგი პენალტები - არგენტინა ნახევარფინალშია
მსოფლიო ჩემპიონატის მეორე მეოთხედფინალში საოცარი სანახაობა შედგა.
ერთმანეთს არგენტინის და ნიდერლანდების ნაკრებები დაუპირისპირდნენ და დიდებული შოუ შემოგვთავაზეს - ძირითადი და დამატებითი დრო 2:2 დასრულდა, პენალტების სერიაში კი არგენტინამ უკეთესად იჩინა თავი და 4:3 იმარჯვა.
83-ე წუთისთვის მოლინას და მესის გოლებით არგენტინა 2:0-ს მშვიდად იგებდა, თუმცა დარჩენილ დროში ნიდერლანდელებმა ანგარიშის გათანაბრება ვეგჰორსტის დუბლით შეძლეს და საქმე დამატებით დროში გადაიყვანეს.
პენალტებში საკუთარი დარტყმები ვირჯილ ვან დეიკმა, ვეგჰორსტმა და ენცო ფერნანდესმა გააცუდეს, გადამწყვეტი დარტყმა კი გოლად ლაუტარო მარტინესმა აქცია და თავისი გუნდი ნახევარფინალში გაიყვანა, სადაც სამხრეთამერიკული გუნდი ხორვატიას დაუპირისპირდება.