ვეგჰორსტი მესისთან კონფლიქტზე: "თამაშის შემდეგ მინდოდა მისთვის ხელის ჩამორთმევა, მაგრამ მან ხელი გამიშვა და უხეშად ჩაილაპარაკა"
ნიდერლანდელმა ფორვარდმა ვუდ ვეგჰორსტმა ლიონელ მესისთან კონფლიქტის შესახებ ისაუბრა.
არგენტინამ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალში ნიდერლანდების ნაკრებს (2:2, პენალტები - 4:3) მოუგო.
ნიდერლანდელმა თავდამსხმელმა ვეგჰორსტმა, რომელიც სათადარიგო სკამიდან 78-ე წუთზე ჩაერთო შეხვედრაში, ორი გოლი გაიტანა, მათ შორის ერთი მე-11 დამატებულ წუთზე და თამაში დამატებით დროში გადაიყვანა.
"თამაშის შემდეგ მესის ხელის ჩამორთმევა მინდოდა, რადგან დიდ პატივს ვცემ მას, როგორც ფეხბურთელს. მაგრამ მან ხელი გამიშვა და ჩემთან საუბარი არ ისურვა.
აღსანიშნავია, რომ არგენტინელი ნახევარმცველი ენცო ფერნანდესი, თავდამსხმელი ლაუტარო მარტინესი და გუნდის ყოფილი თავდამსხმელი სერხიო აგუერო შერეულ ზონაში ვეგორსტთან კონფლიქტში შევიდნენ.

ჩემი ესპანური არ არის ძალიან კარგი, მაგრამ მან უხეში სიტყვები მითხრა და ეს დიდი იმედგაცრუებაა. ძალიან იმედგაცრუებული ვარ. “, - განაცხადა 30 წლის თავდამსხმელმა.