ავტორიზაცია

VIDEO: ისტორიული შედეგი დაუჯერებელი სენსაციით - მაროკომ კრიშტიანუ რონალდუ და პორტუგალია სახლში გაუშვა

VIDEO: ისტორიული შედეგი დაუჯერებელი სენსაციით - მაროკომ კრიშტიანუ რონალდუ და პორტუგალია სახლში გაუშვა
თარიღი 10 დეკ 2022, 21:02
მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში მაროკომ დაუჯერებელი სენსაცია გამოაცხო და ესპანეთის შემდეგ, სახლში პორტუგალიის ნაკრებიც გაუშვა.

მატჩი აფრიკული გუნდის გამარჯვებით 1:0 დასრულდა, ერთადერთი გოლი 42-ე წუთზე იუსუფ ენ ნესირიმ გაიტანა და თავის გუნდს ისტორიული შედეგი დააფიქსირებინა.

ამრიგად, კრიშტიანუ რონალდუმ მსოფლიო ჩემპიონატებზე თავისი ბოლო მატჩი წარუმატებლად დაასრულა, მაროკო კი ისტორიაში პირველი აფრიკული გუნდი გახდა, რომელიც მუნდიალის ნახევარფინალში გავიდა.