ავტორიზაცია

ჰარი კეინმა უეინ რუნის ყველა დროის რეკორდი გაიმეორა, თუმცა 40 მატჩით ნაკლებში

ჰარი კეინმა უეინ რუნის ყველა დროის რეკორდი გაიმეორა, თუმცა 40 მატჩით ნაკლებში
თარიღი 11 დეკ 2022, 01:24
ჰარი კეინი ინგლისის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო თანაბომბარდირი გახდა.

„ტოტენჰემის“ ფორვარდმა მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში საფრანგეთის კარი პენალტის ნიშნულიდან აიღო და იმ მომენტისთვის ინგლისი თამაშში დააბრუნა, თუმცა გუნდი მაინც დამარცხდა (1:2).

აღნიშნული გოლი კეინისთვის ნაკრებში 53-ე აღმოჩნდა და ის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირ უეინ რუნის გაუთანაბრდა.

შესაბამისად, შემდეგი გატანილი გოლით კეინი ინგლისის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირიც გახდება. ამის გაკეთება მას დღესვე შეეძლო, თუმცა მეორე პენალტი კარის ჩარჩოში ვერ მოარტყა.

აღსანიშნავია, რომ 53 გოლის გასატანად კეინს 80 მატჩის ჩატარება დასჭირდა, რუნის კი - 120.