ინგლისის ნაკრებმა მარცხის მიუხედავად ყველა დროის რეკორდი დაამყარა
ინგლისის ნაკრებმა ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა, გარეტ საუთგეიტის გუნდი საფრანგეთის ნაკრებთან 1-2 დამარცხდა.
მიუხედავად ამისა, ამ თამაშშიც ბურთის გატანის შემდეგ ბრიტანელებმა ამ ტურნირზე გატანილი გოლების ანგარიში ცამეტამდე გაზარდეს. აქედან ექვსი, შეგახსენებთ, პირველ მატჩში გაიტანეს, რომელშიც ინგლისის ნაკრებმა ირანი 6:2 დაამარცხა.
დიდ ტურნირზე გატანილი გოლების ასეთი რაოდენობა ინგლისის ნაკრებისთვის აბსოლუტური რეკორდია, როგორც მსოფლიო ჩემპიონატებს შორის, ასევე ევროპის ჩემპიონატის გათვალისწინებით.
შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი მხოლოდ ერთხელ - 1966 წელს გახდა.
შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი მხოლოდ ერთხელ - 1966 წელს გახდა.