ავტორიზაცია

"ვაპირებ ვთქვა რასაც ვფიქრობ და შევ*ცი მათ", - ბრუნო ფერნანდეშის ხმაურიანი განცხადება წაგების შემდეგ

"ვაპირებ ვთქვა რასაც ვფიქრობ და შევ*ცი მათ", - ბრუნო ფერნანდეშის ხმაურიანი განცხადება წაგების შემდეგ
თარიღი 11 დეკ 2022, 18:11
პორტუგალიის ნაკრების ნახევარმცველმა, ბრუნო ფერნანდეშმა, მაროკოსთან მატჩზე შერჩეული არბიტრით უკმაყოფილება გამოთქვა.

მეოთხედფინალურ დაპირისპირებას არგენტინელი არბიტრების ჯგუფი გაუძღვა ფაკუნდო ტელიოს მეთაურობით.

„არ ვიცი, აპირებენ თუ არა ისინი ტიტულის არგენტინისთვის გადაცემას. ჩემთვის სულერთია, ვაპირებ ვთქვა ის, რასაც ვფიქრობ და შევ*ცი მათ.

ძალიან უცნაურია, რომ ჩვენს მატჩზე დანიშნული არბიტრი წარმოადგენს ქვეყანას, რომელიც ჯერ კიდევ იბრძვის მსოფლიო ჩემპიონატის მოგებისთვის. აშკარაა, რომ ამან ჩვენს საწინააღმდეგოდ შექმნა უპირატესობა.“ - აღნიშნა ბრუნომ.