ავტორიზაცია

ლორისი: "საბედნიეროდ, კეინმა პენალტი ვერ გაიტანა, მაგრამ თანაგუნდელის ასეთ მდგომარეობაში ხილვა ძალიან მიმძიმს"

ლორისი: "საბედნიეროდ, კეინმა პენალტი ვერ გაიტანა, მაგრამ თანაგუნდელის ასეთ მდგომარეობაში ხილვა ძალიან მიმძიმს"
თარიღი 11 დეკ 2022, 22:47
უგო ლორისმა საფრანგეთი - ინგლისის მატჩის შემდეგ თანაკლუბელი ჰარი კეინის გაცუდებულ პენალტზე ისაუბრა.

მატჩის 84-ე წუთზე ინგლისელმა ფორვარდმა პენალტი გააცუდა, მისი გუნდი კი ფრანგებთან 1:2 დამარცხდა.

„ყოველთვის რთულია ასეთი განაწყენებული თანაგუნდელის ხილვა. საბედნიეროდ, მან თავისი პენალტი ვერ გამოიყენა. ეს კარგია საფრანგეთისთვის, მაგრამ ბოლომდე ბედნიერი არასდროს არ ვარ, თუ თანაგუნდელი ასე ძალიან განიცდის.

სიხარული მაქვს, მაგრამ ასევე მეტოქესაც პატივს ვცემ. ჰარი კეინის მიმართ უდიდესი პატივისცემა გამაჩნია და მისი ასეთ მდგომარეობაში ხილვა სამწუხაროა. თუმცა, ასეთია ფეხბურთი და წინსვლა უნდა გავაგრძელოთ.“ - აღნიშნა ფრანგმა.