ავტორიზაცია

"მინდა, მხოლოდ ერთი რამ იცოდეთ", - რონალდუს პირველი განცხადება მუნდიალიდან გამოვარდნის შემდეგ

"მინდა, მხოლოდ ერთი რამ იცოდეთ", - რონალდუს პირველი განცხადება მუნდიალიდან გამოვარდნის შემდეგ
თარიღი 11 დეკ 2022, 22:57
კრიშტიანუ რონალდუმ მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოვარდნის შემდეგ სოციალურ ქსელში პირველი პოსტი გამოაქვეყნა.

შაბათს პორტუგალიის ნაკრები მაროკოსთან მეოთხედფინალში 0:1 დამარცხდა.

„მსოფლიო ჩემპიონატის პორტუგალიისთვის მოგება ყოველთვის იყო ჩემი ყველაზე დიდი და ამბიციური ოცნება. საბედნიეროდ, ბევრი საერთაშორისო ტიტული მოვიგე, მათ შორის პორტუგალიასთან ერთადაც. თუმცა, ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდ საფეხბურთო მწვერვალზე აყვანა ჩემ ყველაზე დიდ ოცნებად რჩებოდა.

ამისთვის ბევრი ვიბრძოლე. 16 წელიწადში მსოფლიო ჩემპიონატზე 5-ჯერ ვითამაშე, უდიდესი ფეხბურთელების გვერდით ვიყავი და მილიონობით პორტუგალიელი მიჭერდა მხარს. თავს არ ვზოგავდი, მოედანზე ბოლო ძალებს ვტოვებდი და ამ ოცნებაზე უარი არასდროს არ მითქვამს.

სამწუხაროდ, ოცნება გუშინ გაწყდა. მწარედ რეაგირებას აზრი არ აქვს. უბრალოდ მინდა, რომ ყველამ იცოდეს: ბევრი რამ ითქვა, ბევრი დაიწერა, ბევრი ჭორი გავრცელდა, მაგრამ ჩემი პორტუგალიისადმი ერთგულება არცერთი წამით არ შეცვლილა.

მე ყოველთვის ვიყავი ერთ-ერთი, ვინც საერთო მიზნებისთვის იბრძოდა. არასდროს შევუბრუნდები ზურგით თანაგუნდელებს და საკუთარ ქვეყანას.

მეტი სათქმელი არაფერი მაქვს. მადლობა პორტუგალიას, მადლობა ყატარს. ოცნება შესანიშნავი იყო, სანამ გრძელდებოდა. ახლა მხოლოდ ისღა დამრჩენია, დაველოდო მომენტს, როდის გახდება დრო კარგი მრჩეველი და ყველას თავისი დასკვნების გამოტანის საშუალებას მისცემს.“ - წერს 37 წლის ფეხბურთელი სოციალურ ქსელში.